"დიდუბე" — თბილისის მეტროპოლიტენის ორიდან ერთ-ერთი მიწისზედა სადგური. იგი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის "ღრმაღელეს" და "გოცირიძის" სადგურებს შორის მდებარეობს. გაიხსნა 1966 წლის 16 იანვარს. მისი პროექტი ეკუთვნის არქიტექტორებს გ. მოძმანიშვილს და ნ. ლომიძეს.