სანზონა — უბანი თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაძალადევსა და ზღვის უბანს შორის. იწყება გურამიშვილის გამზირის 30/31-ის შემდეგ და მთავრდება მეტრო სარაჯიშვილთან. უწინ არსებული ხეხილის ბაღების და განსაკუთრებული მიკროკლიმატის გამო, უბანს სანზონა, იგივე "სანიტარული ზონა" დაერქვა.