დიღმის მასივი — უბანი თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ველზე. უბანი დაყოფილია 6 კვარტალად. დიღმის მასივის ცენტრალური მაგისტრალია გრიგოლ რობაქიძის გამზირი. ასევე მდებარეობს ბორის პაიჭაძის, ევგენი მიქელაძის, სანდრო ახმეტელის, ჩალაძის და ბელიაშვილის ქუჩები.