"სადგურის მოედანი" (ყოფილი"ვაგზლის მოედანი") — თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ერთ-ერთი სადგური და საბურთალოს ხაზის ბოლო გაჩერებაა. გაიხსნა 1966 წლის 11 იანვარს, ხოლო საბურთალოს ხაზზე გადასასვლელი და მეორე სადგური 1979 წლის 15 სექტემბერს.