ბეთლემი (გვიანდ. ფეთხაინი) — ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველესი მიკროუბანი. მდებარეობს ქვემო კალაში, სოლოლაკის ქედის ფერდობზე. კლდოვანი რელიეფის გამო მას კლდისუბანსაც უწოდებენ. მიკროუბანი მოქცეულია დღევანდელი ლადო ასათიანის, ბეთლემის, გომის ქუჩებს, ზემო ბეთლემის ეკლესიასა და ბეთლემის კიბეს შორის.